აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება.

სანქციები გლობალურ ენერგომომარაგებაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 30 დღით მოხსნა, საშეღავათო პერიოდი კი 19 აპრილს იწურება და აღარ გაგრძელდება.

როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტები უნდა ელოდონ მკაცრ ზომებს, მათ შორის მეორად სანქციებს, თუ ირანის საქმიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამ პერიოდში დაახლოებით 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი მოხვდა მსოფლიო ბაზარზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას ემსახურებოდა, თუმცა აშშ ახლა ირანის წინააღმდეგ მაქსიმალურ ზეწოლას იწყებს.