აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა.

დეპარტამენტის განცხადებით, მოჰამად ჯავად ზარიფს აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი გაეყინება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, ჯავად ზარიფი ირანის სულიერი ლიდერის უგუნურ დღის წესრიგს ახორციელებს.

„აშშ-ში უგზავნის აშკარა შეტყობინებას ირანის რეჟიმს, რომ მისი ბოლო დროის ქმედებები სრულაიდ მიუღებელია. ირანის რეჟიმი მოქალაქეებს სოციალურ მედიაზე წვდომის საშუალებას არ აძლევს. ზარიფი კი რეჟიმის პროპაგანდას და დეზინფორმაციას მთელ მსოფლიოში ავრცელებს“ – თქვა მნუჩინმა.

ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესებას თავად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მოჰამად ზავად ზარიფის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებას მასზე და მის ოჯახზე გავლენა არ ექნება, რადგან ირანის გარეთ ქონება არ აქვს.