აშშ-ის საელჩო – ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას, გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას

00:49, 27.03.2024

აშშ-ის საელჩო საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.

გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

მსგავსი