აშშ-ის საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები, ისევე, როგორც დაშინება ან დევნა, არის დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად
აშშ-ის საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები, ისევე, როგორც დაშინება ან დევნა, არის დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

„ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას, პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე, როგორც დაშინება ან დევნა, არის უკანონო, დასაგმობი, და გამოძიებულ უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, პროფესიულად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Friday, March 12, 2021

დატოვე კომენტარი