აშშ-ის საელჩო თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საქართველოში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
აშშ-ის საელჩო თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საქართველოში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

დიპლომატიური უწყების განცხადების თანახმად, 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მოსალოდნელი დემონსტრაციების გამო, აშშ-ის ხელისუფლების პერსონალი გააფრთხილეს, რომ თავშეყრის ადგილებს და დემონსტრაციების ლოკაციებს თავი აარიდონ. ამასთან ერთად, საელჩო იტყობინება, რომ დემონსტრაციების გამო, აშშ-ის მოქალაქეები ქალაქში არსებული გზების გადატვირთვისთვის უნდა იყვნენ მზად.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ უწყებაში განმარტებულია, რომ 19:00 საათიდან პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია კიდევ უფრო მასშტაბურ ზომებს მიიღებს.

დიპლომატიური უწყება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს დემონსტრაციებისგან თავის არიდებას და არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსში ყოფნის მიზნით ადგილობრივი მედიისთვის თვალყურის დევნებას ურჩევს. აქციის ლოკაციებზე მოხვედრის შემთხვევაში კი, საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას აპროტესტებენ.