აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ

10:15, 29.06.2022

შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

მსგავსი