აშშ-ის საელჩო - საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს
აშშ-ის საელჩო - საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს

საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, რადგან არც ერთი ჩვენგანი არაა დაცული, ვიდრე ყველანი არ ვიქნებით დაცული.

„რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.