აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს ახალციხელი ექთნის ოჯახს - მადლიერნი ვართ სამედიცინო სფეროს მუშაკების იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ
აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს ახალციხელი ექთნის ოჯახს - მადლიერნი ვართ სამედიცინო სფეროს მუშაკების იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს.

„ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.