აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით თავდადებისთვის
აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით თავდადებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს.

დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.