აშშ-ის საელჩო – „მამისონი“ რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს

15:50, 16.10.2026

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.

„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.

მსგავსი