აშშ-ის საელჩო – კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა

10:15, 28.07.2021

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა, კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა.

„გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას!

ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა ამ საგანძურიდან ერთ-ერთი, კოლხეთის განმაცვიფრებელი ეროვნული პარკი მოინახულა და საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი