აშშ-ის საელჩო -  ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია
აშშ-ის საელჩო - ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელი.

საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021