აშშ-ის საელჩო - ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას
აშშ-ის საელჩო - ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაკარგა ქართული ხალხური სიმღერის ლეგენდა, ანსამბლების „რუსთავი“ და „მართვე“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი. ერქომაიშვილების ოჯახი სამი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფოლკლორს. მისი სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

ბატონო ანზორი, საელჩოს პარტნიორებს შორის, ერთ-ერთი პირველი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, როდესაც, ჯერ კიდევ 2001 წელს, ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომელიც განახორციელა ანსამბლმა „რუსთავი“ და ბატონმა კარლ ლინიჩმა. პროექტი ეხებოდა 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ფოლკლორული სიმღერების ჩანაწერების დაცვას. მაშინ, როდესაც საელჩომ დაახლოებით ორი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20 პროექტი განახორციელა, ჩვენ სიამოვნებით ვიხსენებთ თანამშრომლობას ბატონ ანზორთან და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაკარგა ქართული ხალხური სიმღერის ლეგენდა, ანსამბლების “რუსთავი” და “მართვე”…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Wednesday, March 31, 2021