ამერიკის მთავრობამ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 „პისიარ“ ტესტი გადასცა

11:37, 04.12.2020

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, 26 000 „პისიარ“ ტესტი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 „პისიარ“ ტესტი გადასცა. აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი