ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავებულია, რაც შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკის შემცველი იყოს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგლებში მოხვედრას და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

დატოვე კომენტარი