აშშ-ის სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის ხელმძღვანელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
აშშ-ის სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის ხელმძღვანელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ბრაიან ტომპსონს თავდამსხმელმა ადგილობრივი დროით დილის 06:45 საათზე მანჰეტენზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გარეთ ზურგში და ფეხში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ტომპსონი გარდაიცვალა.
პოლიციამ შემთხვევას „მიზანმიმართული თავდასხმა“ უწოდა.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მოქალაქეებს სროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ 10 000 დოლარს ჰპირდება.