აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს
ამერიკის შეეერთებულ შტატების უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მხარდამჭერი აქციები განახლდა. როგორც ცნობილია, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებს კამპუსის დაცვამ კარვების დაშლა სთხოვა.
აქციები ასევე გაიმართა კოლუმბიის, იელის, ნიუ იორკის უნივერსიტეტებშიც. რამდენიმე კამპუსში კი აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
პარასკევის შემდეგ კოლუუმბიის, იელისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში ასობით სტუდენტი დააკავეს.