აშშ-ის რამდენიმე შტატში პოლარული ციკლონის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ს პოლარული ციკლონი დაატყდა თავს. ჩიკაგოში ტემპერატურა მინუს 45-მდე, ჩრდილოეთ დაკოტაში კი, მინუს 54 გრადუსამდე დაეცა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში 12 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ არეალში კვირის განმავლობაში ტემპერატურა სულ მცირე მინუს 28 გრადუსი იქნება.
ვისკონსინის, მიჩიგანის, ილინოისის, ალაბამასა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის რამდენიმე ასულ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა. მხოლოდ 30 იანვარს 1 300-მდე ავიარეისი გაუქმდა.
ჩიკაგოს მერმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.