აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

როგორც „ბიბისი“ წერს, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ეროვნული გვარდიის დანაყოფების ჩართვა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა.

„ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია.

მინეაპოლისში კი 200-მდე დემონსტრანტმა მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამერიკული მედიის ცნობით, მანიფესტაცაში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში.

დეტროიტსა და ფენიქსში კი მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ და ხმების დათვლის შეჩერება მოითხოვეს.