აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ირანთან ომის მოწინააღმდეგეებმა აქციები გამართეს
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ირანთან ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისა და ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები თეთრ სახლთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, აშშ-მა უნდა დატოვოს ახლო აღმოსავლეთი. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მსვლელობა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საერთაშორისო სასტუმროსკენ გამართეს. აქციის მონაწილეებს შორის იყო მსახიობი და აქტივისტი ჯეინ ფონდა.
ანალოგიური აქციები გაიმართა ნიუ იორკში, ჩიკაგოში და სხვა ქალაქებშიც.