აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა მსოფლიოში ანტისემიტური თავდასხმებისა და რიტორიკის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა
აშშ-ის ოფიციალური პირები მთელ მსოფლიოში ანტისემიტური თავდასხმებისა და რიტორიკის გაზრდის შესახებ საუბრობენ. ამის შესახებ Times of Israel წერს.
„აშშ ცალსახად დგას მთელ ებრაულ საზოგადოებასთან, რადგან ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდას“, – წერს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ადრიენ უოტსონი.
ამასთან, ანტისემიტიზმთან ბრძოლისა და მონიტორინგის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დებორა ლიპშტანდტმა შეშფოთება გამოხატა ძალადობრივ ინციდენტებზე ებრაელების მიმართ.
„ოქტომბერში მთელ მსოფლიოში ძალადობრივი ინციდენტები მოიცავდა ებრაელების შევიწროებას და მათზე თავდასხმას. ებრაული თემების მიმართ სიძულვილი, დაშინება ან ძალადობა არის აუტანელი, ანტისემიტური და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, ჩვენ ვგმობთ ანტისემიტურ რიტორიკას, რამაც შეიძლება, ძალადობა გამოიწვიოს“, – წერს ლიპშტადტი.