აშშ-ის ქალაქ ატლანტაში პოლიციელის მიერ მოკლული რეიშარდ ბრუქსი დაკრძალეს
აშშ-ის ქალაქ ატლანტაში პოლიციელის მიერ მოკლული რეიშარდ ბრუქსი დაკრძალეს

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში პოლიციელის მიერ მოკლული ფერადკანიანი მამაკაცი რეიშარდ ბრუქსი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია ცნობილი ბაპტისტურ ეკლესიაში ჩატარდა, სადაც მარტინ ლუთერ კინგი მსახურობდა. მემორიალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ბრუქსის ოჯახის წევრები, მეგობრები, უფლებადამცველები.

ოთხი შვილი მამა, 27 წლის რეშარდ ბრუქსი 12 ივნისს მოკლეს. ინციდენტი ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

მომხდარის გამო, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. პოლიციელი, რომელმაც ბრუქსს ესროლა, სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ ინციდენტის შემდეგ, ატლანტაში დემონსტრანტებმა სწრაფი კვების ობიექტი დაწვეს.