აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ამერიკის ელჩის კანდიდატად მარკ ბჟეზინსკი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ამერიკის ელჩის კანდიდატად მარკ ბჟეზინსკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ამერიკის ელჩის კანდიდატად მარკ ბჟეზინსკი წარადგინა.

ის პოლონეთში დაბადებული ამერიკელი პოლიტოლოგისა და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბზეჟინსკის ვაჟია.

მარკ ბზეჟინსკი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, შვედეთში მსახურობდა ელჩად. ასევე ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის კომიტეტს არქტიკის მიმართულებით. ის ასევე იყო ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.

„როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტმა უკვე შეარჩია ელჩების კანდიდატურები აფრიკული ქვეყნებისთვის. კერძოდ, ტოგოში, ბენინსა და მალავიში.

ახლად შერჩეული დიპლომატები სენატმა უნდა დაამტკიცოს.