აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე არგენტინას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიულოცა და ლეო მესიზე იხუმრა.
„გილოცავთ თქვენ, ალბერტო (ალბერტო ფერნანდესი – არგენტინის პრეზიდენტი) და ყველა არგენტინელს მძიმე და დამსახურებულ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს, მესის შეიძლება ჰქონდეს მომავალი“, – წერს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა. არგენტინელებმა პენალტების სერია 4:2 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
23-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პენალტი შეასრულა, ხოლო 36-ე წუთზე ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გაიტანა. მეორე ტაიმში საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ ორი გოლი გაიტანა (პირველი თერთმეტმეტრიანით). თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც გუნდებმა გოლები გაცვალეს და შედეგად, თასის ბედი პენალტების სერიაში გაირკვა.