აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი ღიად ამბობს უარს იდეაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი ღიად ამბობს უარს იდეაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღიად ამბობს უარს იდეაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენი ფიქრობს, რომ ეს მიდგომა ამერიკას ბოლო ადგილზე აყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ჯო ბაიდენს ევროპაში უკვე ორი ვიზიტი ჰქონდა, რომლებიც მიზნად ისახავდა „ბოინგისა“ და „ეარბასის“ დავის დასრულებას და ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების უზრუნველყოფას.

ჯეიკ სალივანის თქმით, ვიზიტების შედეგად, ასევე გადაიჭრა პრეზიდენტ ტრამპის დროს დაწყებული დავა ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებით.