აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომდგენლები ავრცელებენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციიდან აგრძელებს მუშაობას.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ტესტი ჩაიტარეს პრეზიდენტის ოჯახის წევრებმაც და ამ ეტაპზე, მათი პასუხები უარყოფითია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.