აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ნატო-ს ლიდერები სამიტზე ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ნატო-ს ლიდერები სამიტზე ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს

ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები „სტრატეგიულ კონცეფციას” გადახედავენ, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ჩინეთის მიერ შექმნილ გამოწვევებს გაითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ს ლიდერები ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს.

ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“ 2022 წლის ნატო-ს სამიტზე დასამტკიცებლად მომზადდება. ნატო-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში“ პირველად იქნება გათვალისწინებული ჩინეთის სამხედრო აღზევება, როგორც გამოწვევა. ნატო-ს ლიდერები დაამტკიცებენ კიბერთავდაცვის ახალ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს კოორდინაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსის გამძლეობა გახშირებული საფრთხეების მიმართ.

ნატო-ს ლიდერები შეთანხმდებიან ალიანსის რეფორმებზე, რომელიც „ნატო 2030“-ის სახელით არის ცნობილი. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოყოფს ცხრა მიმართულებას, სადაც ნატო-ს შეუძლია, მოახდინოს მოდერნიზაცია საშუალოვადიან პერიოდში.

დატოვე კომენტარი