აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, ნავთობის წარმოება გაზარდონ
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, ნავთობის წარმოება გაზარდონ

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, გაზარდონ ნავთობის წარმოება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა საგანაგებო ბრიფინგზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომს მოჰყვა შედეგები, რომლიც აშშ-შიც და ევროპაშიც მოქალაქეებმა და ოჯახებმა საკუთარ თავზე იგრძნეს.

„მე ვიცი, რა მტკივნეულია ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობის იმპორტის შეჩერება „სწორი ნაბიჯი იყო“.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ნავთობკომპანიები რეკორდულ მოგებას ნახულობენ და მათ აქვთ ორი არჩევანი. პირველი გზა ბაიდენის თქმით, არის ამ შემოსავლის მეტი ნავთობის წარმოებისთვის გამოყენება და შესაბამისად ფასები დაიკლებს და ხალხი ამოისუნთქებს. მეორე გზა კი პრეზიდენტის თქმით, რომელსაც ზოგიერთი კომპანია უკვე ადგას არის „სიტუაციის სათავისოდ გამოყენება”.

„არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ არ უნდა გამოიყენოს პანდემია ან პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად, ამერიკელების ოჯახების ხარჯზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, მისი ინიციატივაა, რომ ნავთობკომპანიები დაჯარიმდნენ, თუ ისინი ჭაბურღილებს გააჩერებენ. შესაბამისი გეგმა მან კონგრესში გადააგზავნა.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია გადასვლა სუფთა ენერგიაზე, რომელიც აშშ-ის ლიდერის თქმით, დაეხმარება ამერიკელებს ნავთობის მაღალ ფასებთან გამკლავებაში.