აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

მისივე თქმით, გაზსადენის თემა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს.

„ცხადია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა იქნება განხილვის საგანი და აშშ-ის შეხედულებით ეს ცუდი გარიგებაა და ის აერთიანებს გლობალურ თემებს. ვერ გეტყვით წინასწარ, რა იქნება შეხვედრის შედეგი“,- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი ვაშინგტონში 15 ივლისს ჩავა. ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ში.