აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინას ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებენ
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინას ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილი ბაიდენი უკრაინას ბროვარში ავიაკატასტოფის გამო უსამძიმრებენ. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჯილი და მე თანაგრძნობას გამოვთქვამთ ვერტმფრენის ტრაგიკული კატასტროფის შედეგად, უკრაინაში დღეს დილით დაღუპულთა ოჯახის წევრების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკისა და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა დენის მონასტირსკი რეფორმატორ და პარტიოტ პიროვნებად მოიხსენია და შეაქო მისი ჩართულობა უკრაინის დემოკრატიის გადარჩენის პროცესში. აშშ-ს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის ინსტიტუციების გაძლიერებას.

ჯო ბაიდენმა ასევე მიუსამძიმრა შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებული რიგითი მოქალაქეებისა და ბავშვების ოჯახის წევრებს.