აშშ-ის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ კორეაში გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ კორეაში გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ტარიფები ძალაში არ შევა პირველ ნოემბრამდე. ის შეხვდება სის კორეაში. მე მჯერა, რომ ეს შეხვედრა მაინც გაიმართება“, – თქვა ბესენტმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ცუდად მუშაობს.
„აშშ ემხრობა მშვიდობას მსოფლიოში. ჩინეთი აფინანსებს ომს. ჩინეთის რუსული ნავთობის შესყიდვები აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ისინი ყიდულობენ ირანულ ნავთობს და ჩვენ ამას ვაცხადებთ“, – თქვა ბესენტმა.
მისი განცხადებით, ჩინეთის მიერ იშვიათ მიწათა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლის გამოცხადება ძალიან ცუდი იყო მაშინ, როცა სამშვიდობო შეთანხმება გამოცხადდა. ბესენტის თქმით, ჩინური მხარე, შესაძლოა, უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა,რაც დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ ცუდი იდეაა.