აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შარმ ელ-შეიხში მხარეებმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შარლ ელ-შეიხში მხარეებმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეგვიპტის პრეზიდენტის შემდეგ შეკრებილ ხალხს მიმართა თავად დონალდ ტრამპმა. მის უკან კი შარმ ელ-შეიხში მყოფი მსოფლიო ლიდერები იდგნენ. ტრამპის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანის ლოცვას საბოლოოდ გაეცა პასუხი და მათ შეძლეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა.
ამერიკის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა იქ მყოფ ლიდერებს, რა დროსაც ხუმრობით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
„მადლობა ემანუელ, წარმოვიდგენდი, რომ სადმე ჩემ უკან იდგებოდი, ვერ ვიჯერებ, რომ დღეს თავშეკავებულ მიდგომას ირჩევ. ის ჩემი მეგობარია“, – იხუმრა ტრამპმა, რასაც დარბაზში მყოფი ლიდერების სიცილი მოჰყვა.
ტრამპმა ასევე მიმართა იტალიის პრემიერ-მინისტრს და მას ლამაზი ქალბატონი უწოდა.
„აშშ-ში თუ ქალს ეტყვი, რომ ლამაზია, შენი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, მაგრამ გავრისკავ. იმედია, არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ ლამაზი ხართ, ხომ? იმიტომ, რომ ხართ“, – უთხრა ტრამპმა ჯორჯია მელონის.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.