აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი დენ დევიდის სახელობის საპატიო პრემიის ლაურეატად დასახელდა
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი დენ დევიდის სახელობის საპატიო პრემიის ლაურეატად დასახელდა

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი მეცნიერების დაცვისთვის დენ დევიდის სახელობის საპატიო პრემიის ლაურეატად დასახელდა.

ჯილდოს სახით ენტონი ფაუჩის ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა.

ამერიკელ ინფექციონისტს საპატიო პრიზი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში გაუთვითცნობიერებელი მოწინააღმდეგეების წინაშე მეცნიერების თავდადებით დაცვისთვის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მხარდაჭერისა და შიდსთან დაკავშირებულ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

კორონავირუსის პანდემიის განვითარებასთან ერთად, მან გამოიყენა თავისი მნიშვნელოვანი კომუნიკაციური უნარები, რათა მიემართა შიშითა და მღელვარებით შეპყრობილი ხალხისთვის და დაუღალავად მუშაობდა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში აუცილებელი ზომების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, პანდემიის გავრცელების შესაკავებლად. გარდა ამისა, მან ფართო წრეების შექება დაიმსახურა ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის სიმამაცისთვის“, – ნათქვამია დენ დევიდის სახელობის ჯილდოს კომიტეტის განცხადებაში.

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას 1984 წლიდან იკავებს. ის აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

ებრაელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის დენ დევიდის სახელობის პრემია 2000 წელს დაარსდა. დაჯილდოვების ცერემონია თელ-ავივის უნივერსიტეტში იმართება.