აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, ჯგუფურ ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება შეინახოს

01:31, 28.03.2025

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, შეინახოს Signal-ის ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, შეინარჩუნოს Signal-ის ჩატში 11 მარტიდან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

მსგავსი