აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

09:59, 23.06.2025

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

ლოს ანჯელესში ათობით ადამიანი შეიკრიბა ფედერალური შენობის წინ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ხელები შორს ირანიდან“ და „ფული სამუშაო ადგილებისა და განათლებისთვის, არა ომებისა და ოკუპაციისთვის“.

ნიუ იორკში ასობით ადამიანმა მარში გამართა. აქციის მონაწილეების ეჭირათ ბანერები წარწერით: „ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში არ იქნება“.

სან ფრანცისკოში შეკრებილი ასობით ადამიანი კი დონალდ ტრამპს საარჩევნო დაპირებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

მსგავსი