აშშ-ის მიერ იემენის საწვავის პორტზე განხორციელებულ იერიშებს, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის მიერ იემენის საწვავის პორტზე განხორციელებულ იერიშებს, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია 102 ადამიანი.
მანამდე აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ დარტყმა დასავლეთ იემენის საწვავის პორტზე მიიტანეს, რათა „ჰუსიტი“ მებრძოლების საწვავის წყარო განადგურდეს.