აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი – USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება, მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან

19:03, 27.11.2026

USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება – ამის შესახებ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, რასელ ვოუტმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტრაქტების დახურვის პროცესი, რაც დროს მოითხოვს.

„გამოვაქვეყნეთ USAID-ის ფაილები; კიდევ სხვა ნაწილებიც გამოქვეყნდება. მიმდინარეობს კონტრაქტების დახურვის პროცესი, რაც დროს მოითხოვს. მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან“, – აღნიშნა რასელ ვოუტმა.

მსგავსი