აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სირიიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას გადახედოს
აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სირიიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას გადახედოს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ.

შესაბამის დოკუმენტს 354 კონგრესმენმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 60 კანონმდებელი იყო, ოთხმა კი, თავი შეიკავა.

ორპარტიულ რეზოლუციაში კონგრესმენები გმობენ ტრამპის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს შეიარაღებული დანაყოფები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები რეგიონში და დაიცვას სირიასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებები.

კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ თეთრ სახლს, წარმოადგინოს „ისლამური სახელმწიფოს“ მდგრადი განადგურების კონკრეტული გეგმა.