აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში პირველი მოსმენა გამართა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩვენების მისაცმად სასამართლო-ბუღალტრული ექსპერტი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და სამართლის ორი პროფესორი გამოიძახეს.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს საბანკო გადარიცხვები ჩინეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, გაგზავნილი იყო ჯო ბაიდენის სახლის მისამართზე დელავერში და გაურკვეველია, მიიღო თუ არა მან პირადად ფული.
როგორც მედია წერს, წინა თვეების განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩატარებულმა გამოძიებებმა ვერ მოიპოვა ბაიდენის მხრიდან არასათანადო ქცევის მტკიცებულება.
მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელებს ჰანტერ ბაიდენისა და აშშ-ის პრეზიდენტის ძმის, ჯეიმსის პირად და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება სურთ.