აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის „გოლოდომორის“ 85 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინეს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის „გოლოდომორის“ 85 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის „გოლოდომორის“ 85 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინეს. დოკუმენტს სავალდებულო საკანონმდებლო ძალა არ აქვს.

რეზოლუციის პროექტი დემოკრატმა კონგრესმენებმა, სანდერ ლევინმა და მერსი კაპტურმა, ასევე რესპუბლიკელებმა, ენდი ჰარისმა და ბრაიან ფიტცპატრიკმა მოამზადეს.

„ეს რეზოლუცია პატივს მიაგებს 7-დან 10 მილიონამდე უკრაინელის ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელ სტალინის განკარგულებით დაიღუპნენ. 1932-1933 წლების ზამთარში უკრაინა შიმშილამდე მიიყვანეს, რათა კომუნისტური ოკუპაციისთვის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა ჩაეხშოთ“, – ნათქვამია კონგრესმენ ლევინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.