აშშ-ის კონგრესის სენატმა 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის სენატმა 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. კონგრესის ზედა პალატაში ეკონომიკური დახმარების გეგმას არც ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მხარი არ დაუჭირა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატის გადაწყვეტილებას მოსახლეობისთვის დაპირებების შესრულების კუთხით „უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ დამტკიცებული დახმარების მესამე პაკეტი ითვალისწინებს ერთჯერადი გადასახადს 1 400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს.

ბაიდენის თქმით, ამგვარი გადასახადების განაწილება შეიძლება მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს. ე.წ. ამერიკული სამაშველო გეგმა 350 მილიარდ დოლარს გამოყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობებისთვის, ხოლო დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს სკოლებისთვის.

გეგმა ასევე გამოყოფს 49 მილიარდ დოლარს „კოვიდ 19“-ის გაფართოებული ტესტირებისა და კვლევისთვის, ასევე 14 მილიარდ დოლარს ვაქცინის განაწილებისთვის.

კანონპროექტი ასევე მოიცავს გრანტებს მცირე ბიზნესისთვის, ასევე მიზნობრივ სახსრებს, როგორიცაა, 25 მილიარდი დოლარი რესტორნებისა და ბარებისთვის; 15 მილიარდი დოლარი ავიაკომპანიებისთვის და კიდევ 8 მილიარდი დოლარი აეროპორტებისთვის; 30 მილიარდი დოლარი ტრანზიტისთვის; 1.5 მილიარდი დოლარი ამტრაკის სარკინიგზო ხაზისთვის და სამი მილიარდი დოლარი კოსმოსური წარმოებისთვის. დემოკრატების კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს კენჭს 9 მარტს უყრის.