აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის სპიკერთა საცხოვრებელი სახლები უცნობმა პირებმა დააზიანეს
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის სპიკერთა საცხოვრებელი სახლები უცნობმა პირებმა დააზიანეს

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის სპიკერთა საცხოვრებელი სახლები უცნობმა პირებმა დააზიანეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემოკრატი ნენსი პელოსის სახლის კედელზე ყალბი სისხლი და ღორის თავი აღმოაჩინეს. რესპუბლიკელი მიჩ მაკონელის სახლზე კი, ვანდალებმა დააწერეს ფრაზა „სად არის ჩემი ფული?!“

მომხდარის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მიჩ მაკკონელიმ განაცხადა, რომ “აშშ-ში ვანდალიზმისა და შიშის პოლიტიკის ადგილი არ არის.“

ინციდენტი იმ ფონზე მოხდა როდესაც კონგრესში კორონავირუსის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფინანსური პაკეტის მოცულობის შესახებ დებატები მიმდინარეობს.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მხარი დაუჭირა აშშ-ის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების 600 დოლარიდან 2000 დოლარამდე გაზრდას. ამ წინადადებით მანამდე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა.

თუმცა სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჰყავთ ინიციატივა, არ დაამტკიცეს. უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ „სენატორებს ვერ აიძულებენ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს და ნასესხები ფული დემოკრატების მდიდარ მეგობრებს გადასცეს, რომელთაც დახმარება არ სჭირდებათ“.