აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა, რათა დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის აღკვეთაში და ევროპელ მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე მწვავე კრიზისის დაძლევაში.

კერძოდ, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.

ამასთან, დახმარების პაკეტიდან 6.7 მილიარდი დოლარი რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და კონტინგენტის განთავსებას, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირეებთან ტრანსფერს მოხმარდება.