აშშ-ის კონგრესი საპასუხო ზომებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს, თუ ისრაელის მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაკავების ორდერები გაიცემა

12:43, 30.04.2024
FILE PHOTO: An exterior view of the International Criminal Court in The Hague, Netherlands, March 31, 2021. REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo

FILE PHOTO: An exterior view of the International Criminal Court in The Hague, Netherlands, March 31, 2021. REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo

აშშ-ის კონგრესი საპასუხო ზომებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს, თუ ისრაელის მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაკავების ორდერები გაიცემა, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.

გავრცელებული ცნობით, კონგრესის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონმდებლობა უკვე დამუშავების პროცესშია.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხსენებულ ორდერებს „სამარცხვინო“ და „უკანონო“ უწოდა. მაიკ ჯონსონის განცხადებით, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია წინააღმდეგობას არ გაწევს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია, შექმნას და აიღოს უპრეცედენტო ძალაუფლება ამერიკელი პოლიტიკური ლიდერების, ამერიკელი დიპლომატების და ამერიკელი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გასაცემად.

აქსიოსის“ თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იქამდე მივიდა, რომ მოუწოდა პრეზიდენტ ბაიდენს, ჩაერიოს ორდერების თავიდან ასაცილებლად.

აქსიოსი“ წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ნეთანიაჰუს მხრიდან ბაიდენისთვის მოწოდებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ სიტუაციაში და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უჭერს მხარს მის გამოძიებას.

ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, ჰერცი ჰალევის წინააღმდეგ დაკავების ორდერებს მიმდინარე კვირაში გასცემს.

მსგავსი