აშშ-ის ხელისუფლება და „ფაიზერი“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ახალი აბების მილიონობით დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის ხელისუფლება და კომპანია „ფაიზერი“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ახალი აბების მილიონობით დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის „საკვების და მედიკამენტის ადმინისტრაციის“ ავტორიზაციის შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლოა, მალევე აბები ჰქონდეს და ვირუსით ინფიცირებულებს უმკურნალოს.
„ჩვენ უკვე უზრუნველვყავით მილიონობით დოზის განთავსება. ეს თერაპია იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი ჩვენს ინსტრუმენტთა ყუთში ადამიანების დასაცავად „კოვიდ-19“-ის ყველაზე ცუდი შედეგებისგან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
კომპანია „ფაიზერის“ ინფორმაციით, ახალი ექსპერიმენტული აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 90 პროცენტით ამცირებს.