აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის კომპლექსი ჩაიკეტა და ვითარება „გარე საფრთხედ“ შეფასდა.

კაპიტოლიუმის შენობიდან გასვლა ან მასში მოხვედრა შეუძლებელია.

უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შენობასთან მიახლოებისგან.

კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებიც ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიციას ესწრებოდნენ.