აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ დეპარტამენტი არ იმუშავებს ჯო ბაიდენის გუნდთან, ვიდრე ფედერალური სააგენტო მის გამარჯვებას არ დაადგენს

12:05, 19.11.2020

აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი არ იმუშავებს ჯო ბაიდენის გუნდთან, ვიდრე ფედერალური სააგენტო საბოლოოდ არ დაადგენს მის არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, ალექს აზარმა განაცხადა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ როდესაც ფედერალური სააგენტო დაადგენს, ვინ გაიმარჯვა, ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულყოფილ, ერთობლივ და პროფესიონალურ ძალაუფლების გადაცემასა და მომზადებას. ჩვენ მივყვებით მითითებებს“ – განაცხადა აზარმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები ინფორმირებულები იყვნენ, რომ თუკი ვინმე ბაიდენის გუნდიდან მათ დაუკავშირდებოდათ, დეპარტამენტის პრესსპიკერისთვის უნდა ეცნობებინათ.

მსგავსი