აშშ-ის იმიგრაციის სამსახური - პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ქმედება ვენესუელელებისთვის გარდამტეხი მომენტია, ახლა შეუძლიათ, დაბრუნდნენ საყვარელ ქვეყანაში და ააშენონ საკუთარი მომავალი
მადუროს დაკავების შემდეგ 600 000 ვენესუელელს აშშ-დან დეპორტაცია ემუქრება, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა Axios-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, გასულ წლამდე, მადუროს მთავრობის დროს არსებული ცუდი ეკონომიკური მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ვენესუელელ იმიგრანტებს აშშ-ში დროებითი სამართლებრივი დაცვა ჰქონდათ.
„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ქმედება მადუროს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ვენესუელელებისთვის გარდამტეხი მომენტია. ახლა მათ შეუძლიათ, დაბრუნდნენ საყვარელ ქვეყანაში და ააშენონ საკუთარი მომავალი“, – განაცხადა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა, მეთიუ ტრაგესერმა.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვენესეუელის მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის განაცხადების წარდგენა შესაძლებელია, თავშესაფრის განაცხადები ამჟამად შეჩერებულია.
Axios-ის ცნობით, მხოლოდ 2023 წელს დროებითი დაცვის სტატუსი (TPS) დაახლოებით 348 000 ვენესუელელს მიენიჭა, ჯამში კი, ამ დროისთვის აშშ-ში 616 000-მდე ვენესუელელი იმყოფება. ტრამპის ადმინისტრაციამ მათთვის TPS-ის სტატუსი აპრილში შეაჩერა.