აშშ-ის ღიაზე მოქმედი ჩემპიონი ტიტულს არ დაიცავს
აშშ-ის ღიაზე მოქმედი ჩემპიონი ტიტულს არ დაიცავს

აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონმა ბიანკა ანდრეესკუმ გამოაცხადა, რომ წელს არ გაემგზავრება ნიუ იორკში ტიტულის დასაცავად.

„ახლობელ ადამიანებთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტე არ ვითამაშო ამერიკის ღია პირველობაზე, ამ ნაბიჯზე წავედი იმის გამო, რომ კონცენტრირებული ვიყო საკუთარ ფორმაზე და დავრწმუნდე, რომ ისევ შემიძლია დავუბრუნდე ტურნირებს უმაღლეს დონეზე, შარშანდელ აშშ-ის ღიაზე გამარჯვება ჩემი კარიერის კულმინაცია იყო და ვწუხვარ, რომ ამ სეზონში ტურნირზე ვერ გავემგზავრები. მაგრამ მესმის, რომ გაუთვალისწინებელი სირთულეები არ მაძლევს შანსს – სათანადო დონეზე მოვემზადო“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ ანდრეესკუმ.

კანადელის ადგილს ძირითად ბადეში ოლგა გოვორცოვა დაიკავებს.

აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გაიმართება.