აშშ-ის ღია პირველობა 2022 - ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია #1TVSPORT
ამერიკის ღია პირველობაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. მამაკაცთა ტურნირზე რვა საუკეთესოს შორის არ არის „დიდი სლემის“ ტურნირების არც ერთი ჩემპიონი.
წლევანდელ ტურნირზე სტარტი აიღეს:
22-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა (გამოეთიშა 1/8 ფინალიდან);
მარინ ჩილიჩი – აშშ-ის ღიას ჩემპიონი-2014 (1/8 ფინალი);
დანიილ მედვედევი – აშშ-ის ღიას ჩემპიონი-2022 (1/8 ფინალი);
სამგზის ჩემპიონი ენდი მარეი (III წრე);
დომინიკ ტიმი – აშშ-ის ღიას ჩემპიონი-2020 (I წრე);
სამგზის ჩემპიონი სტენ ვავრინკა (I წრე).
ეს არის მესამე შემთხვევა, როცა „დიდი სლემის“ ტურნირების არც ერთი გამარჯვებული არ ყოფილა მეოთხედფინალში: 2003 წლის უიმბლდონზე (მოიგო როჯერ ფედერერმა) და 2020 წლის აშშ-ის ღიაზე (მოიგო დომინიკ ტიმმა).
1/4 ფინალის წყვილები
კაცები
კირგიოსი (ავსტრა, 23)-ხაჩანოვი (რუს, 27)
ბერეტინი (იტა, 13)-რუუდი (ნორ, 5)
სინერი (იტა, 11)-ალკარასი (ესპ, 3)
რუბლიოვი (რუს, 9)-ტიაფო (აშშ, 22)
ქალები
შვიოტეკი (პოლ, 1)-პეგულა (აშშ, 8)
პლიშკოვა (ჩეხ, 22)-საბალენკა (ბლრ, 6)
გაუფი (აშშ, 12)-გარსია (საფ, 17)
ჟაბორი (ტუნ, 5)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა)